თბილისში, კაჭარავას მეხუთე ჩიხში, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

364

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. ამჯერად, გზის მოწესრიგება კაჭარავას მეხუთე ჩიხში მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ცნობით, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 1 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება.

მათი ინფორმაციით, სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, 36 000 ლარამდე დაიხარჯება.