კოალიციური მთავრობა ქვეყანაში სტაბილური განვითარების გარანტი იქნება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მთაწმინდისა და კრწანისის ოლქში, შალვა შავგულიძემ, ვერის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც მათი პრობლემები მოისმინა და გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნო.
შავგულიძის თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ კოალიციური მმართველობის მნიშვნელობა გაიგოს.
„ვაგრძელებთ ჩვენს თანამოქალაქეებთან შეხვედრებს, დღეს ვერაზე ვიყავით. ვცდილობთ თითოეულ ადამიანთან პირადად მივიდეთ, გავაცნოთ ჩვენი საარჩევნო პროგრამა, ავუხსნათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოალიციური მთავრობის მმართველობა, რომ ერთპიროვნულად ვეღარავინ მოვიდეს ხელისუფლებაში. კოალიციური მთავრობა იქნება იმის გარანტი, რომ ქვეყანაში იქნება სტაბილური განვითარება“, -აცხადებს შავგულიძე.
ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.