OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისია საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში არჩევნებს შეზღუდული ფორმატით დააკვირდება

362

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისია აგრძელებს არჩევნებზე დაკვირვებას საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, თუმცა შეზღუდული ფორმატით. ამის შესახებ OSCE/ODIHR-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული სამოგზაურო და ჯანდაცვითი შეზღუდვების, ასევე მოკლევადიანი დამკვირვებლების რიცხვის შემცირების გამო, OSCE/ODIHR-ის ოფისმა გადაწყვიტა მისი გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია შეამციროს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

მათივე განმარტებით, სამი მისია განაგრძობს მუშაობას და უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის წინასწარ შეფასებას ყოველი საარჩევნო დღის შემდეგ. აქვე ODIHR მადლიერებას გამოხატავს აღნიშნული სამი ქვეყნის მთავრობების მიმართ გაწეული მხარდაჭერისთვის.