ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 22 კანდიდატი იბრძოლებს

1185
ცესკოს მონაცემებით, ქუთაისის მაჟორიტარობის მსურველთა რაოდენობა 9-დან 22-მდე გაიზარდა. აქედან შვიდი  ქალია. ოფიციალურად რეგისტრირებული კანდიდატების ჩამონათვალს ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
პარტია „თეთრები” – თეიმურაზ შაშიაშვილი;
„ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – ოთარი კახიძე;
„დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა – ქდმ”-  ლაშა არსენიძე;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” – გრიგოლ ვაშაძე;
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – ნონა ასათიანი;
„გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“ –  სოფიო იმედაძე;
„ბეჟან გუნავა – ქართული არჩევანი“ – მელანო შავგულიძე;
„ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“- თორნიკე მარჯანიშვილი;
„საქართველო“ –  ალექსი გეჯაძე;
„თავისუფალი საქართველო“ – ელგუჯა ხიშტოვანი;
„ახალი ძალა“ – ნიკა ქურციკიძე;
„ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – იოსებ კენჭაძე;
„ქართული ფესვები”- ნათელა ჯიმშელეიშვილი;
„შეცვალე საქართველო” –  თამარი ჯინჭველაძე;
თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა -დიმიტრი ხმალაძე;
ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – ზაზა ლომინაძე;
„ლევან ჩაჩუა, გურამ ფალავანდიშვილი – ქართული იდეა“-  რამინი აბესაძე;
„ზვიად ძიძიგური – საქართველოს კონსერვატიული პარტია”- თეა ერგემლიძე;
„პროგრესული საქართველო“ – ირინა საღინაძე;
„ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა“- ერმილე ნემსაძე;
„ლელო – მამუკა ხაზარაძე“- ანა ნაცვლიშვილი;
„საქართველოს განვითარების პარტია“ – გიორგი პატარიძე.

მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ქუთაისში მერსაც აირჩევენ. ქალაქის მერობა ოფიციალურად 8 კანდიდატს სურს.

2020 წლის 31 ოქტომბერს  საპარლამენტო არჩევნები ბლოკებითა და შერეული სისტემით ჩატარდება.

კანდიდატებს შორის არჩევანი ქუთაისში რეგისტრირებულმა  155 236-მა  მოქალაქემ უნდა გააკეთოს. გახსნილია 123 საარჩევნო უბანი.