არც ერთი მოქალაქე არ დარჩება უყურადღებოდ. მძიმე ეკონომიკური გამოწვევის მიუხედავად, ყველა მოქალაქის კონკრეტული პრობლემა იქნება განხილული, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
აღნიშნული განცხადებით რიჟვაძე შეზღუდვების მოხსნისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნით ორი დღის წინ აჭარის მთავრობის შენობასთან გამართულ აქციას გამოეხმაურა.
რიჟვაძე აქციის მონაწილეთა 10-10 კაციან ჯგუფს ინდივიდუალურად შეხვდა.
„როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, მიუხედავად მძიმე ეკონომიკური გამოწვევებისა, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა ვერ ფუნქციონირებს ბოლომდე და სრულყოფილად, განსაკუთრებით რეგიონში, ჩვენ ყველა ამ მოქალქეს, რომელსაც აქვს კონკრეტული პრობლემები, ინდივიდუალურ რეჟიმში შევხვდებით და გავაკეთებთ მაქსიმუმს მათ მხარდასაჭერად. ეს იქნება როგორც ბანკებთან მიმართებით, ასევე მათი მიმდიანრე სოციალური პრობლემების გადაჭრა და არც ერთი მოქალაქე შესაძლებლობის ფარგლებში, უყურადღებოდ არ დარჩება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.