აგვისტოში „ქართულმა ოცნებამ“ 4, 5 მილიონზე მეტი შემოწირულება მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი – 5 ათასი ლარი

630

“ქართულმა ოცნებამ“ მიმდინარე წლის აგვისტოში შემოწირულების სახით 4 555 993 ლარი მიიღო. როგორც “ინტერპრესნიუსს” სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განუცხადეს, „ქართული ოცნების“ შემდეგ ყველაზე მეტი შემოწირულება „ევროპულ საქართველოს“ ერიცხება, რომელსაც 287 439 ლარი შესწირეს. 9 769 ლარი შეადგინა ალექსანდრე ელისაშვილის ფონდის შემოწირულებამ. დანარჩენი პარტიების შემოწირულებები კი შემდეგნაირად განაწილდა: „გირჩი“ – 7 000 ლარი, „ნაციონალური მოძრაობა“ – 5 330 ლარი, „ეროვნული ფორუმი“ – 2 415 ლარი, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ – 1 112 ლარი, „ერთიანი კომუნისტური პარტია“ – 136 ლარი, „რესპუბლიკური პარტია“ – 20 ლარი.

სულ პარტიების შემოწირულებებმა გასულ თვეში 4 869 215 ლარი შეადგინა.

წყარო: ინტერპრესნიუსი