ირაკლი კიკვაძე: ქუთაისში უმუშევრობის დონის შესამცირებლად თვითმმართველობამ თავისი წილი რესურსი უნდა გაიღოს

975

“ლეიბორისტული” პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კიკვაძემ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს. 

მერობის კანდიდატი ქუთაისში მცხოვრებლებს მნიშვნელოვან სოციალურ, საგანმანათლებლო და ადმინისტრაციულ რეფორმებს ჰპირდება.

“ჩემი საარჩევნო პროგრამა 3 ძირითადი მიმართულებისგან შედგება: 1. ახალგარდობის ხელშეწყობა- სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მიიღებენ ფართო სოციალურ შეღავათს, მათ დაუწესდებათ 50%-იანი შეაღავათი მუნიციპალურ ტრანსპორტზე. მათ ასევე ექნებათ გაორმაგებული საგანმანათლებლო პროგრამები ადგილობრივ თვითმმართველობის ბიუჯეტში. 2. საბიუჯეტო პოლიტიკის ცვლილება- ბიუჯეტში პრიორიტეტული და ნაკლებ პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, ადმინისტრაციული ხარჯების მინიმუმამდე შემცირება და სოციალური პროგრამების გამრავალფეროვნება. 3. დასაქმების ხელშეწყობის სტრატეტგიის შემუშავება- უმუშევრობა ქალაქის წინაშე მდგარი ერთ-ერთი გმოწვევაა. მის აღმოფრხვრაში თვითმმართველობის წილი დღეის მდგომარეობით არის ნული. მიმაჩნია რომ თვითმმართველობა უნდა გაიღოს მისი წილი რესურსი, მათ შორის ფინანასური კუთხით, რათა შემცირდეს უმუშევრობის დონე,’’ – ამბობს ირაკლი კიკვაძე.

ირაკლი კიკვაძე ქუთაისის მერობის კანდიდატად 26 სექტემბერს წარადგინეს. ქუთაისის მერობისთვის ის 2014 წლის არჩევნებშიც იბრძოდა.