გორში თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს ტრანსპორტის სავალი ნაწილის რეაბილიტაციას, ბორდიურების მოწყობას, საკომუნიკაციო ჭების ხუფების აწევას სათანადო ნიშნულამდე და დამცავი კედლის მოწყობას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს სტალინის გამზირსა და რაზმაძის ქუჩებს შორის, მისი სიგრძე 850 მეტრია. სამუშაოების ღირებულება 833 000 ლარია.
„ადგილობრივების განცხადებით, ამორტიზირებული გზის საფარი გარდა იმისა, რომ გადადგილებისას პრობლემებს ქმნიდა, იწვევდა დიდ ხმაურსაც. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოუწერიგებელი გზის საფარით გამოწვეული პრობლემები მოსახლეობას აღარ შეაწუხებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.