აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭაროს სოფლის მეურნეობის მინისტრად გიორგი სურმანიძე წარადგინა.
პროფესიით იურისტ გიორგი სურმანიძეს აქვს თორმეტწლიანი გამოცდილება სოფლის მეურნეობის სფეროში.
ბოლო ოთხი წელია, ცხოვრობს და მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კალიფორნიაში, სადაც მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო სოფლის მეურნეობასა და საკვებ ინდუსტრიასთან.
„ბოლო 12 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა სოფლის მეურნეობაში, ის ამერიკიდან დაგვიბრუნდა. დარწმუნებული ვარ, თავს წარმატებით გაართმევს მინისტრის მოვალეობას. პირველი დავალება უკავშირდება მომავალ ნარინჯისფერ რთველს, რომ წარმატებით შეძლონ ფერმერებმა ციტრუსის მოსავლის დაბინავება“, -განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
გიორგი სურმანიძემ თანამდებობაზე ტიტე აროშიძე შეცვალა, რომელიც ბათუმში უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.