კალაძე: კიდევ რომ ჩავკეტოთ და “ლოკდაუნი” გამოვაცხადოთ, სერიოზული პრობლემა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის, ოჯახებისთვის

411

კიდევ რომ ჩავკეტოთ და “ლოკდაუნი” გამოვაცხადოთ, სერიოზული პრობლემა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

კალაძის თქმით, ჩვენ თანაცხოვრება მოგვიწევს პანდემიასთან.

„კოვიდვირუსის ვაქცინა ჯერ გამოგონებული არ არის, მაგრამ ჩვენ კიდევ რომ ჩავკეტოთ, ლოკდაუნი გავაკეთოთ, სერიოზული პრობლემა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, სერიოზული პრობლემა იქნება ადამიანებისთვის, ოჯახებისთვის, ამიტომ გარკვეულწილად თანაცხოვრება მოგვიწევს.

უნდა გავითვალისწინოთ მაქსიმალურად მოთხოვნები, რომელიც მოდის დარგის სპეციალისტების მხრიდან, რომ დავიცვათ ერთმანეთის სიცოცხლე და ჯანმრთელობის უსაფრთხოება“, – განაცხადა კახა კალაძემ.