გურიის სახელმწიფო რწმუნებული არ გამორიცხავს, რომ ოზურგეთის სკოლებში სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმზე გადავიდეს

686

ოზურგეთში, ყველა სკოლაში, შესაძლოა, სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმზე გადავიდეს. ჩოხატაურსა და ლანჩხუთში კი სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ზურაბ ნასარაიას ინფორმაციით, მუშავდება სქემა და შესაბამის უწყებასთან შესათანხმებელია. მისივე თქმით, სოფელ ლაითურში შეზღუდვები კვლავ გრძელდება.

,,ოზურგეთი მომატებული რისკის ზონა ხდება, ,,აჭარა ტექსტილში,” სადაც თანამშრომლებს შორის ინფიცირებულები არიან, ბევრი ოზურგეთში მცხოვრებია. ვამუშავებთ სქემას, რომ ოზურგეთის სკოლები ნელ-ნელა გადავიდნენ ონლაინ სწავლებაზე, თუმცა ეს ჯერ დაზუსტებული არ არის და საჭიროებს შეთანხმებას შესაბამის უწყებასთან. ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლებში სწავლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

რაც შეეხება სოფელ ლაითურს, იქ შეზღუდვები კვლავაც გრძელდება, მაგრამ გადაადგილების შეზღუდვა არ ვრცელდება არც სადისტრიბუციო კომპანიებზე და არც იმ პირებზე, რომლებიც სხვაგან არიან დასაქმებულები”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში, ზურაბ ნასარაიამ.