28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების ანტირაბიულ (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაციას, დედაქალაქის მასშტაბით, ორ მისამართზე ჩაატარებს. ცხოველების მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ცხოველებს ანტირაბიული აცრა უფასოდ ჩაუტარონ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სააგენტოს ავტომობილი მისამართებზე შემდეგი განრიგის მიხედვით მივა და ერთ მისამართზე ცხოველებს საათნახევრის განმავლობაში მოემსახურება:
ვაკის პარკის შესასვლელთან – 12:00 სთ;
დიღმის ტყე-პარკი – 13:30 სთ.
საკონტაქტო პირი: ნათია კოსტავა – 599 30 20 67