აბაშის მუნიციპალიტეტში, უჩა კაჭარავას ქუჩა N5-ში, უახლოეს მომავალში შშმ ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცენტრის მომსახურებით, 6-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი ისარგებლებს. მათთან სპეციალისტები იმუშავებენ კულტურულ, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვისა და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების მიმართულებით. ორჯერადი კვება და ტრანსპორტირება შეადგენს მომსახურების ნაწილს. აღნიშნული სერვისები სრულიად უფასოა. ცენტრი COVID-19-ის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით იმუშავებს.
როგორც აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, შშმ ბავშვთა დღის ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია კოალიცია „სოციალური რეფორმებისათვის“ პროგრამის ფარგლებში იხსნება. შესაბამისი ფართი ორგანიზაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გადაეცა.