“ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით გორის ცენტრალურ მოედანზე ქუჩის კალათბურთის ტურნირი მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა მიიღო. ტურნირს “ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მე-13 ნომერი, ვიქტორ სანიკიძეც შეუერთდა.
სანიკიძის თქმით, მის სამომავლო სამუშაო გეგმებში ახალგაზრდების სპორტით დაინტერესება, მომავალი სპორტსმენების მხარდაჭერა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია შედის.
,,მიხარია, რომ ახალგაზრდებისთვის სპორტი მნიშვნელოვანია, ჩვენი მიზანი კი სწორედ ეს არის, რომ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ხელი შევუწყოთ, მსგავსი ღონისძიებებით წავახალისოთ, გავაუმჯობესოთ სპორტული ინფრასტრუქუტურა და სპორტი ყველასთვის ხელმისწავდომი გავხადოთ.“ – აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატმა.
სპორტულ ღონისძებას გორისა და კასპის ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად კალათბურთით დაინტერესებული ადგილობრივი ახალგაზრდებიც შეუერთდნენ.