26 სექტემბრიდან აჭარაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება

450

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარაში, ხვალიდან, 25 სექტემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტით, ხოლო ზეგიდან, 26 სექტემბრიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება.

მისი ინფორმაციით, სასწავლო პროცესის განახლება და სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა მაშინ მოხდება, როდესაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდება.

თამარ გაბუნიას თქმით, შეზღუდვები არის ბაზისური, რომელიც მობილობას გარკვეულწილად შეამცირებს, რაც აისახება ეპიდემიის გავრცელებაზე და სტაბილიზაციის ეფექტს მოგვცემს.

„სწორედ ასეთ სოციალურ შეკრებებზე ხდება წესების დარღვევა. ამან შეიძლება მინიმლური დისკომფორტი გამოიწვიოს. სრულად დაკეტვის რისკი მაშინ დადგება, როცა ეპიდემია უკონტროლო ხასიათს მიიღებს. ხვალიდან მუნიციპალური ტრანსპორტის,შეზღუდვა და ზეგიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება.

ეპიდემია სტაბილიზაციისკენ მიდის, ამას გარკვეული დისკომფორტი თან ახლავს.ტაქსში მგზავრობა უფრო კონტროლირებადია, ვიდრე საზოგადოებრივ ტრანსპორტში. შეზღუდვა ეპიდემიური სიტუაციაზე არის დამოკიდებული”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ