თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში სწავლის განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ

777

თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში სკოლებში სწავლის განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ.

„ჩემ მიერ ჩამოთვლილ ქალაქებში, იქ, სადაც დღეს დისტანციურად არის სწავლა და პირველი ოქტომბრიდან ფიზიკურად საკლასო ოთახებში გრძელდება, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური მოდელი, რაც ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განმარტა, რომ დისტანციური სწავლების სურვილის შემთხვევაში პროცესს სკოლები უზრუნველყოფენ.

„საზოგადოებას ვთავაზობთ მაქსიმალურად მოქნილ სისტემას. თუ მშობელი, ოჯახი გადაწყვეტს, რომ ურჩევნიათ ბავშვა სწავლა გააგრძელოს დისტანციურ ფორმატში, მათ ამის საშუალება ექნებათ. იმ სკოლებში სადაც გადავდივართ საკლასო ოთახებში, თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით, გორსა და ფოთში კი ყველა კლასში, ამ სკოლებშიც, ტუ მშობლები ჩათვლიან, რომ ურჩევნიათ ბავშვმა სწავლა გააგრძელოს დისტანციურად, სკოლები ამას უზრუნველყოფენ. დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე. სკოლები დაუკავშირდებიან მშობლებს და სურვილის შემთხვევაში დაარეგისტრირებენ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.