მაყაშვილი, მკოიანი, ლორთქიფანიძე, დოლიძე და სხვები – დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატების სია

777

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატების სია გამოაქვეყნა. 21 სექტემბრის მდგომარეობით, დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატები არიან:

  1. ბიძინა გეგიძე (ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი) – ვაკე
  2. თამარ მაყაშვილი (მსახიობი) – საბურთალო
  3. ანა დოლიძე (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი) – დიდუბე-ჩუღურეთი
  4. გიორგი ქაჯაია – საბურთალო
  5. დიმიტრი ლორთქიფანიძე (პრიმაკოვის სახელობის “ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” დირექტორი) – საბურთალო
  6. ირაკლი გუჯაბიძე – ნაძალადევი
  7. გელა ნაკაშიძე – რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები
  8. ენზელ მკოიანი (ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი) – ახალქალაქი და ნინოწმინდა
  9. გოჩა ძიმისტარიშვილი – ოზურგეთ, ლანჩხუთი და ჩოხატაური
  10. აპოლონ გარუჩავა – ფოთი, ხობი და სენაკი
  11. დათო სარსანია – ფოთი, ხობი და სენაკი