გორის მუნიციპალიტეტში 3 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

366

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გორის მუნიციპალიტეტში საბავშო ბაღების მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.

უწყების ინფორმაციით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების ორწლიანი პროგრამის ფარგლებში, მშენებლობა ამ მიზნით გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მეჯვრისხევსა და ერგნეთში, ასევე გორში, ანწუხელიძის ქუჩის მიმდებარედ დაიწყბა.

“ტენდერი გამოცხადდა გორში, ანწუხელიძის ქუჩის მიმდებარედ 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, გორის მუნიციპალიტეტის, სოფ. მეჯვრისხევის 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეღვრეკისი-ერგნეთში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის. სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება. საბავშვო ბაღებში მოეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები და საპირფარეშოები. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზოებიც. ყველა შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.”-განმარტავენ სამინისტროში.

ანწუხელიძის ქუჩის მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობისთვის 2 მლნ 763 ათას 455 ლარია გათვალისწინებული. მეჯვრისხევში 2 მლნ 885 ათას453 ლარი, მეღვრეკისი-ერგნეთის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის კი 3 მლნ 055 ათას 526 ლარის დახარჯვაა დაგეგმილი.

ინფორმააციისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაღების მშენებლობას საქართველოს მთავრობის და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით ახორციელებს. როგორც გორის მერის 2018 წლის ანგარიშშია აღნიშნული, დასახელებული საბავშვო ბაღების აშენებას ხელისუფლება 2019 წლის განმავლობაში გეგმავდა.