მოწერელია: წალენჯიხაში ინწრას ხეობა, ჩხოროწყუში ლუგელას ხეობა და მარტვილში ლებარდე – სამეგრელოში ტურიზმის განვითარებისთვის დამატებით შესაძლებლობებს იძლევა

627

„საჭიროა, სრულად გამოვიყენოთ ის ტურისტული პოტენციალი, რაც სამეგრელოს გააჩნია. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, ჩვენ ძალიან მდიდრები ვართ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიცაა მარტვილის კანიონი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სხვა ობიექტები არ გაგვაჩნია. წალენჯიხაში ინწრას ხეობა, ჩხოროწყუში ლუგელას ხეობა და მარტვილში ლებარდე – სამეგრელოში ტურიზმის განვითარებისთვის დამატებით შესაძლებლობებს იძლევა. ლებარდე მნიშვნელოვანი კურორტი იყო საბჭოთა პერიოდში და დღეს უკვე ვმუშაობთ ლებარდეს აღორძინებაზე“, -განაცხადა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ გადაცემის „ბიზნესი იმედზე“ რუბრიკაში „ჰოლონის პირისპირ“ სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტებზე საუბრისას.

მისი ინფორმაციით, ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელია პრიორიტეტულად გამოცხადდეს ინფრასტრუქტურული პროექტები.

„წყალმომარაგება მწვავე პრობლემაა არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთლიანად საქართველოში. რაც შეეხება გაზიფიცირებას, ესეც მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ 2018 წელს დავიწყეთ გაზიფიცირების ის პროექტები, რომლებიც განხორციელდა ჩხოროწყუში და წალენჯიხაში, სამუშაოები მიმდინარებს მარტვილში და ზუგდიდიში. კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული სიტუაციის გამო, იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების უმეტესობა ეტაპობრივად ხორციელდება“ – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.