ავჭალაში, ლიბანის N1 კორპუსში, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ხორციელდება

1010

გლდანის რაონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ავჭალაში, ლიბანის N1 კორპუსში სხვადასხვა სახის სამუშაო ხორციელდება. მათ შორისაა წითელ ხაზებში არსებული წყალარინების გარე ქსელის რეაბილიტაცია.

თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოები, დაახლოებით, 231 გრძივ მეტრზე მიმდინარეობს და პროექტის შედეგად, შვიდი სადარბაზოს ეზოში წყალარინების გარე ქსელი შეიცვლება.

როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ სამუშაოებს გამგეობა 100%-ით აფინანსებს და ბიუჯეტიდან 79 023 ლარი დაიხარჯება.