გლდანულის რეაბილიტირებულ სკვერში “ლეიბორისტებმა” “ოცნების” დროშები ჩამოხსნეს, რასაც დაპირისპირება მოყვა

672

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება გლდანულაში – “ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის წევრებს, სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” მახრდამჭერები დაუპირისპირდნენ. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

ლეიბორიტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წამომადგენლებმა, გლდანულაში, ახლადგარემონტებულ პარკში „ქართული ოცნების“ დროშების ჩამოხსნა სცადეს, პროტესტი სწორედ ამ მცდელობას მოჰყვა.

როგორც თავად ინციდენტის მონაწილეები აცხადებენ, გარჩევაში ე.წ. ქუჩის ავტორიტეტები მონაწილეობდნენ. “ლეიბორისტების” თქმით, პოლიციამ არ მოახდინა რეაგირებდა, ვიდრე სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეურაცხყოფაში არ გადაიზარდა.

„ზონდერებმა” დაიწყეს უკვე წინასაარჩევნოდ განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანისთვის ხელის შეშლა, აგრესია, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ჩვენ აქ ვართ მოსულები იმისთვის, რომ ჩამოვხსნათ დროშები, რომლებიც აბსოლუტურად უკანონოდ არის განთავსებული. ქალაქის ბიუჯეტიდან, ჩვენი ჯიბის ფულიდან „ქართული ოცნება“ იკეთებს საკუთარი თავის პიარს”, – აცხადებს აქციის მონაწილე.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. დაკითხვაზე სამი ადგილობრივი და “ლეიბორისტული პარტიის” ორი წევრი გადაიყვანეს.