რუსთაველის გამზირზე, კამპანიის “ალეკო გისმენთ” ფარგლებში, ახალი ბანერი “ალეკო და ლევანი გისმენთ” გამოჩნდა. კამპანიაში პარტია “მოქალაქეების” სხვა ლიდერებიც ერთვებიან და მოსახლეობას დარეკვისკენ და მათი პრობლემების გაზიარებისკენ მოუწოდებენ.
“ერთი წლის წინ, პარლამენტის შუალედური არჩევნების დროს, ფეხით შემოვიარე მთელი მთაწმინდა, ვერა და სოლოლაკი. თითქის, ყველა ოჯახში შევედი და ვცდილობდი, ხალხი დამერწმუნებინა, რომ უკეთესი იქნებოდა თუ პარლამენტში მათი წარმომადგენელი ოპოზიციონერი გახდებოდა, რომელიც მათ პრობლემებზე ისაუბრებდა და არა კიდევ ერთი, რიგითი “ოცნების” “გამპრავებელი”, ვისაც მთაწმინდელების გასაჭირი პარლამენტარის სკამის მორგების შემდეგ არ გახსენებია. იგივე არჩევანის წინაშე დგანან დღეს, ჩვენი მოქალაქეები, ან უნდა აირჩიონ “ოცნების” მორიგი არაფრის მთქმელი სახე, ან ოპოზიციონერი, ვინც მათი უკეთესი ცხოვრებისთვის იბრძოლებს და ხალხის პრობლემების მაღალი ტრიბუნიდან გასაჟღერებლად არ დაიშურებს ძალ-ღონეს.
დღეს მე ვერ შევძლებ ოჯახებში მისვლას პანდემიის გამო, მაგრამ ყველას აქვს დღეიდან შესაძლებლობა დაგვირეკოს მე და ალეკო ელისაშვილს და პირადად გაგვიზიაროს აზრი, პრობლემა. ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს ვუსმენთ! ” – აცხადებს პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი.