ზუგდიდში „ ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლო აგიტაციისთვის ცესკო-ს საჩივრით მიმართეს

429

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ცესკოს საჩივრით მიმართა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

საჩივარში ნათქვამია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიას ადმინისტრაციული ერთეულის ფეისბუკგვერდზე განთავსებულია “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის წინასაარჩევნო კამპანიის მხარდამჭერი პოსტები.

ორგანიზაციის განმარტებით, ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსის 48- ე მუხლის პირველი ნაწილის გ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასარჩევნო კამპანიის პერიოდში იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლების, ან თვითმმართველობის ორგანოებისთვის განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალების გამოყენება.

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფეისბუკგვერდი მერიას არ ეკუთვნის.

“მერიას მხოლოდ ერთი ოფიციალური გვერდი აქვს, დამატებითი გვერდები არცერთ ადმინიტრაციულ ერთეულში არ გვაქვს”, – აცხადებენ მერიაში.