ვაკე-საბურთალოს რაიონის “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას განცხადებით, საღამოს საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ნუცუბიძის პლატოებთან დაკავშირება შეუძლებელია.
როგორც “ინტერპრესნიუსს” “ევროპული საქართველოდან” აცნობეს, ელენე ხოშტარიამ აღნიშნულ საკითხზე ბრიფინგი ნუცუბიძის პლატოს მაცხოვრებლებთან ერთად ჩაატარა.
ხოშტარიას თქმით, რამდენიმე თვეა გაუქმდა ტრანსპორტი, რომელიც უბანს ქალაქის სხვადასხვა ნაწილებთან აკავშირებდა. დანიშნული ავტობუსი საკმარისი არის.
„ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ 9:00 საათის შემდეგ ცენტრალური უბნებიდან ნუცუბიძის პლატოზე ტრანსპორტით ვერ მიდიან.
ელენე ხოშტარიამ თბილისის მერიას მიმართა, დაინტერესდნენ ადგილობრივების პრობლემებით და მაქსიმალურად სწრაფად მოაგვარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა“,- ნათქვამია ინფორამციაში.