გორში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები განახლდა.
სპეციალური ხსნარებით მუშავდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ატრაქციონები, ტრენაჟორები, სკამები, სავაჭრო ობიექტების მიმდებარე ტერიტორიები, მიწისქვეშა გადასასვლელები, მოსაცდელები.
სამუშაოების განახლება კოვიდინვიცირებულთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.