პარტიამ “თავისუფალი დემოკრატები“ პარტიის ახალი თავმჯდომარე და გამგეობის ახალი შემადგენლობა მეექვსე რიგგარეშე ყრილობაზე აირჩია. ყრილობაზე დამტკიცდა წესდების ახალი რედაქცია, დასახელდა პარტიული სიის პირველი ნომერი და წადადგინეს პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატთა შემადგენლობა თბილისსა და რეგიონებში.
პარტიის თავმჯდომარედ აირჩა პარტიის გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე. პარტიული სიის პირველ ნომრად დასახელდა პარტიის გამგეობის წევრი ვახტანგ მჭედლიძე.
“თავისუფალმა დემოკრატებმა“ საკუთარი კანდიდატები ოთხ მაჟორიტარულ ოლქში წარადგინეს, მათ შორის ორი თბილისში, ორი – რეგიონში.
თბილისის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან:
ვიტალი დარასელია – საბურთალოს საარჩევნო ოლქი;
ედუარდ ელოშვილი – ისნის საარჩევნო ოლქი.
რეგიონებში „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან:
დავით ჭუნიაშვილი – გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი, დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი;
ვახტანგ მარტოლეკი – მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგის საარჩევნო ოლქი.