დღეს არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება

378

დღეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.

სხდომის მიზანია ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრებისგან ახსნა განმარტებების მიღება.

ასევე, გაანალიზდება პროკურატურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხელახლა გადაითვალა შემთხვევითობის პრინციპის საფუძველზე შერჩეული 20 უბანი, სადაც, როგორც კომისიის წევრები აცხადებენ, მნიშვნელოვანი დარღვევები არ დადასტურებულა.