მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოსა და სოფელ ბაიდარის სანიაღვრე სისტემების მოწყობის სამუშაოებისათვის მარნეულის მერიამ 45 818 ლარიანი ტენერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
სატენდერო დოკუმენტაციაში განმარტებულია, რომ სოფელ საიმერლოს შესასვლელში წვიმის წყლებით იტბორება ქუჩა. არხს გმატარუნარიანობა არ გააჩნია, რის გამოც იტბორება მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები.
იგივე პრობლემის წინაში დგას ბაიდარის მოსახლეობაც.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ, აღნიშნული ტენდერი 9 სექტემბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 18-დან 21 სექტემბრის პერიოდში შეუძლიათ.