დეა მეტრეველი: არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქართველ პოლიტიკოსებზე ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტები იზრდება

418

არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქართველ პოლიტიკოსებზე ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტები იზრდება , – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, მედეა მეტრეველმა განაცხადა.

„ლელოს“ ქალთა საბჭო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ქართველ პოლიტიკოსებზე გაზრდილი ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტები გავლენას ახდენს არა მხოლოდ მათზე, არამედ მათი ოჯახის წევრებზე და ახლობლებზე.

“ლელოს” ქალთა საბჭოს წევრის, მედეა მეტრეველის თქმით, ასევე საფრთხის ქვეშ დგება არჩევნების სამართლიან, მშვიდობიან და თანასწორ გარემოში ჩატარების საკითხი.

„განსაკუთრებით საგანგაშო და დაუშვებელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით მანიპულირება და შანტაჟი, რაც დღევანდელი ხელისუფლების ხელში წლებია, მანკიერ პრაქტიკად იქცა და შესაბამისი ორგანოების მხრიდან არასდროს არ ხდება ასეთ გახმაურებულ შემთხვევებზე ადეკვატური რეაგირება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. “ლელო საქართველოსთვის“ ქალთა საბჭოს წევრები სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველა იმ ადამიანს და განსაკუთრებით ქალს, ვინც გახდა ან შესაძლოა, გახდეს მსგავსი ზეწოლის მსხვერპლი და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა მოხდეს მყისიერი რეაგირება და მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების აღკვეთა”, – აცხადებს მედეა მეტრეველი.