შეკვეთილში თვითმმართველობის არჩევნების თემაზე საინფორმაცია აქცია გაიმართა

1505

შეკვეთილში “ბლექსი არენას“ ტერიტორიაზე საინფორმაცია აქცია გაიმართა. აქციის მიზანი იყო ამომრჩეველთა ინფორმირება 2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, მასში ქალების, როგორც კანდიდატებისა და როგორც ამომრჩევლების მონაწილეობის შესახებ.

“ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო აქციები ტარდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე, სადაც ეწყობა საინფორმაციო კუთხეები, მოსახლეობას ურიგდებათ საინფორმაციო ფურცელი, ორგანიზაციის გენდერის მედიაცენტრების დირექტორები, ექსპერტ-ფასილიტატორები მოსახლეობას ესაუბრებიან 2017 წლის არჩევნებზე და არჩევნებში ქალთა როლის შესახებ. – თქვა ჩვენთან საუბრისას „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ მენეჯერმა ინგა ალავიძემ.

“საინტერესოა ასეთი შეხვედრები. მე პირადად არ ვარ ჩართული საზოგადოებრივ აქტივობებში. უფრო მეტად ოჯახის საქმეებით ვარ დაკავებული.“ – გვითხრა მოქალაქე ინგა სალუქვაძე.

“ქალი უფრო მეტად ყურადღებით და სამართლიანად დაიცავს ჩვენს უფლებებს. სამწუხაროდ პოლიტიკაში აქტიურად არ არიან ჩართული. იმედია თვითმმართველობის არჩევნებზე აქტიურად ჩაერთვება და წარმატებას მიაღწევენ.“ – თქვა ჩვენთან საუბრისას ადგილობრივმა მცხოვრებმა მინდია გოგოტიშვილმა.
სპორტული და კულტურული ღონისძიებებისა საინფორმაციო აქციები ჩატარდება საქართველოს 9 რეგიონის 12 ქალაქში ბაზრებში, რომლებიც ასევე მოსახლეობის თავშეყრისა და ინფორმაციის მიღება-გავრცელების არაჩვეულებრივი საშუალებაა.

აქციის ორგანიზატორი ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრი იყო. საინფორმაციო აქციები პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

წყარო: აიპრესი