საგზაო სამუშაოების გამო, წურწუმიას ქუჩაზე საავტომობილო მიმოსვლა ორმხრივად შეიზღუდება

589

21 აგვისტოს 23:00 საათიდან 15 სექტემბრის 08:00 საათამდე, საგზაო სამუშაოების გამო, წურწუმიას ქუჩაზე საავტომობილო მიმოსვლა დროებით ორმხრივად შეიზღუდება.

„კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ახორციელებს ავლაბრის მეტროდან (ნ. ირბახის, ა. წურწუმიას, ა.ზურაბიშვილის ქუჩების) ჯორჯ ბუშის ქუჩამდე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს. ამ პერიოდში დროებით იცვლება N127 მიკროავტობუსის მარშრუტი. N127 ქეთევან წამებულის ქუჩიდან ზურაბიშვილის ქუჩას გუთნისა და თელავის ქუჩების გავლით დაუკავშირდება“ , – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.