ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის 37 ა და 37 ბ კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედნის განახლება დასრულდა, ამჟამად კი სრულიად ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.
ახალი სკვერის მოწყობის პროექტს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს “ინტერ ტექნოლოგი” ახორციელებს. სამუშაოების დაწყებისას ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად შეათანხმა სკვერის მოწყობის დეტალები, საბავშვო სივრცის ადგილმდებარეობა და ა.შ. პროექტის თანახმად, ახალ სკვერში მოეწყობა საბავშვო მოედანი, დამონტაჟდება საქანელები, სასრიალო, დაიდგმება მოსასვენებელი სკამები, სანაგვე ურნები. მოეწყობა ბილიკები და დაიგება ბალახი. პროექტის ღირებულება 58 000 ლარია.