„ევროპული საქართველო“ საარჩევნო პლაკატების გაკვრის გამო დააჯარიმეს

630

“ევროპული საქართველო“ იუსტიციის სამინისტროსთან საარჩევნო პლაკატების გაკვრის გამო დააჯარიმეს.

როგორც პარტიაში განაცხადეს, პლაკატები სამინისტროს მოპირდაპირე მხარეს, ღობეზე გააკრეს, თუმცა მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს. „ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ როგორც მათ განუმარტეს, ჯარიმა ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის გამოუწერეს.

ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციაც.