ეკატერინე ტიკარაძე მესტიაზე: ქმედებები დროულად დაიწყო და არ გვაქვს მოლოდინი, რომ პაციენტების მაღალი რიცხვი გვექნება

910

წინა სტატია

დაუდგენელი პირველწყარო ამ ეტაპზე არ არსებობს, ჩვენ ვეძებთ ინფიცირებული პაციენტების სავარაუდო კონტაქტებს, რომლებიც შეიძლება იყვნენ გადამტანები, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მესტიაში კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, დაბა მესტიაში ინფიცირების პირველად წყაროდ სტუმრად მყოფი მამაკაცი არის მიჩნეული. მისივე თქმით, გამომიდნარე იქიდან, რომ შესაბამისი ქმედებები დროულად განხორციელდა არ არსებობს მოლოდინი, რომ პაციენტების რიცხვი მაღალი იქნება.

„უკვე მობილიზებულია რუხის საავადმყოფო, სადაც შესაძლებელია ყველა შესაძლო პაციენტის განთავსება.

თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ქმედებები დაწყებული იყო დროულად, არ გვაქვს მოლოდინი, რომ პაციენტების მაღალი რიცხვი გვექნება. ძალიან მნიშნველოვანია ჩვენი მოქალაქეების აქტიური ჩართულობა, რათა მოხდეს ოპერატიულად ყველა შესაძლო შემთხვევის გამოვლენა,“ – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა წესდება. გადაადგილება კი თავად რეგიონის შიგნითაც შეიზღუდება. ამასთან, ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის. გარად ამისა, მესტიის მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს შეეძლებათ, ადგილზე არსებულ „ცხელების ცენტრს“ მიმართონ.

დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს ექნება.