თბილისის უძველეს უბან ავლაბარში მულტიფუნქციური კომპლექსი – „მოედანი“ შენდება, რომელიც გააერთიანებს საცხოვრებელ ბინებს, კაფეებს, ბარებს, მაღაზიებს, სამუშაო, დასასვენებელ და საგამოფენო სივრცეებს.
მიუხედავად იმისა, რომ ავლაბარი დედაქალაქის ცენტრალურ, ისტორიულ ნაწილში მდებარეობს და ტურისტებში საკმაოდ პოპულარულია, ამ დრომდე, მსგავსი სივრცე არ ჰქონდა.
პროექტის ავტორებმა კომპლექსს სახელად „მოედანი შეურჩიეს“. ავლაბარში, რომელიც ისტორიულად, თბილისის მულტიკულტურული და ცენტრალური ნაწილი იყო, დედაქალაქის ყველა მხრიდან იყრიდა ხალხი თავს. აქ იმართებოდა სხვადასხვა კულტურული სანახაობა და თავყრილობები. „მოედნის“ ავტორებს სურთ, რომ ქალაქის ამ უბანს ძველი დანიშნულება დაუბრუნონ (რა თქმა უნდა, თანამედროვე კონტექსტში) და საზოგადოების თავშეყრის, დასვენების, გართობისა და სამუშაო ადგილად აქციონ.
თანამედროვე „მოედანი“ სწორედ ამ კონცეფციაზეა დაფუძნებული. ეს იქნება სივრცე თავისუფალი საქმიანი ადამიანებისათვის, ხელოვანებისთვის, ტურისტებისთვის და უბრალოდ მათთვის, ვისაც საღამოს მეგობრებთან ერთად განტვირთვა სურს. ამასთან, ის არის კომერციული პროექტი, რომელიც მომავალი მესაკუთრეებისთვის შემოსავლის წყარო გახდება.
„მოედნის“ სამშენებლო სამუშაოები 1.4 ჰექტარ მიწის ფართობზე მიმდინარეობს. კომპლექსი 5 შენობისგან შედგება. მათგან 4 იქნება საცხოვრებელი ბლოკი, რომელთა პირველ სართულებს კომერციული ობიექტები დაიკავებს, ხოლო მე-5 შენობაში 100-ნომრიანი სასტუმრო დაიწყებს ფუნქციონირებას. მის მახლობლად მდებარეობს ღვინის აღმართი, მეტეხისა და შარდენის ქუჩები; ასევე, ნარიყალას უძველესი ციხესიმაგრე. კომპლექსი ახლოსაა ძველი თბილისის ბევრ ისტორიულ ღირსშესანიშნაობასთან. ისტორიული ღირსშესანიშნაობები ორგანულად იქნება შერწყმული გასართობ, დასასვენებელ და სავაჭრო ობიექტებთან. ტურისტები, რომლებიც დედაქალაქის ძველ ნაწილს მოინახულებენ, დასასვენებლად და განსატვირთად, აქ მოიყრიან თავს.
რაც შეეხება „მოედნის“ არქიტექტურას, მისი მინიმალისტური დიზაინი, რომელიც ძველი თბილისის სტილთანაა შერწყმული, დედაქალაქის ამ ნაწილს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ამასთან, კომპლექსი არ არის მაღალსართულიანი და ამ მხრივად ორგანულად ერწყმის ძველი ქალაქის არქიტექტურას.
„მოედანზე“ შესვლა ყველასთვის თავისუფალი იქნება, თუმცა ამავდროულად, უსაფრთხოების ზომები მკაცრად იქნება დაცული.
„მოედნის“ მშენებლობა 2022 წლის ზაფხულში დასრულდება, თუმცა მსურველებს ბინების შეძენა უკვე განსაკუთრებული, უპრეცედენტო პირობებით შეუძლიათ: პირველი ორი წლის განმავლობაში ისინი დეველოპერულ კომპანიას უძრავი ქონების ღირებულების 20%-ს გადაუხდიან, ხოლო პროექტის ჩაბარების შემდეგ, დარჩენილ 80%-ს. პროექტის ჩაბარების შემდეგ დარჩენილი თანხის ანგარიშსწორება შესაძლებელი იქნება როგორც სრულად, ისე პარტნიორი ბანკის მეშვეობით.