აჭარის უმაღლესმა საბჭომ განათლების ხელშეწყობის შესახებ კანონი მიიღო

378

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ლადო მგალობლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა – ,,განათლების ხელშეწყობის შესახებ” მესამე მოსმენით მიიღო.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების სფეროში საკანონმდებლო დონეზე იქნება უზრუნველყოფილი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელშეწყობა, სახელოვნებო და არაფორმალური განათლების, სკოლის გარეშე სასპორტო განათლების მხარდაჭერა, ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აღნიშნავენ, ეს უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული პირველი დარგობრივი საკანონმდებლო აქტია.