დიდ დიღომში ველობილიკი მოეწყობა

666

დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე ველობილიკი მოეწყობა. თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის გივი კუბლაშვილის განმარტებით, დიდ დიღომში გზების სარეაბილიტაციო სამუშაო ჩატარდა და პეკინის ქუჩის მსგავსად, ველობილიკის მოწყობა მირიან მეფის ქუჩაზეც არის დაგეგმილი.

“’დიდ დიღომში გზების სარეაბილიტაციო სამუშაო განხორციელდა. სარემონტო სამუშაოები ცოტა ხნის წინ დასრულდა პეტრე იბერის, ფარნავაზ მეფისა და პეტრიწის ქუჩებზე. ველობილიკის მოწყობა მირიან მეფის ქუჩაზეც არის გათვალისწინებული”, – განაცხადა გივი კუბლაშვილმა.
თბილისის მერია ველობილიკის მოწყობას პეკინის ქუჩაზეც გეგმავს, მაშ შემდეგ რაც გზაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დასრულდება.

წყარო: ინეტრპრესნიუსი