ირმა ინაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუწყდება

635

“პატრიოტთა ალიანსმა” თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი წარადგინა. თუმცა,  მერის თანამდებობაზე კენჭისყრა მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას არ გამოიწევს.

“საარჩევნო კოდექსი” იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალს განსაზღვრავს, რომელთა საკრებულოს წევრობის ან მერობის კანდიდატად დასახელება სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს. ეს შეზღუდვა პარლამენტის წევრებზე არ ვრცელდება.

წყარო: ინტერპრესნიუსი