ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლების ტერიტორიაზე, კერძოდ, დადიანის ქუჩაზე, მდინარე ოღასკურის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდა.
“სპეციალურმა სერვისებმა” მდინარის ხეობა პოლიეთილინის ბოთლებისა და სხვადასხვა ტიპის საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდა.
მდინარე ოღასკურას კაპალოტი ნარჩენების გამო ხშორად იჭედება, რის გამოც წვიმების დროს მდინარე კალაპოტიდან გადმოდის და წყალი მიმდებარე მაღაზიებში შედის.
მდინარის გაწმენდის სამუშაოები რამდენჯერმე ჩატარდა, თუმცა მოსახლეობა მდინარეში ნარჩენების გადაყრას კვლავ აგრძელებს.
წყარო: ნიუპრესი