ქუთაისის მერიაში ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმის ფარგლებში სტრატეგიული მიმართულებები განიხილეს.
მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთ წლიანი სამოქმედო გეგმა დღეს, მერიის დასუფთავების განყოფილებამ და ააიპ ,,სპეციალურმა სერვისებმა” სამეცნიერო კავშირ „სპექტრთან“ ერთად წარმოადგინა. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ხუთ წლიანი გეგმის ფარგლებში , რომელიც 2018-2022 წლებზეა გათვლილი, ძირითადი ღონისძიებები ნარჩენების შემცირებასა და პრევენციაზეა გათვლილი. გეგმის სტრუქტურა სტრატეგიული დაგეგმარების პრინციპებს ემყარება და მასში ყველა აქტივობაა გაწერილი. არასამთავრობო ორგანიზაცია „სპექტრის“ ხელმძღვანელი, ქეთევან ცხაკაია დარწმუნებულია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტი ეროვნულ სტრატეგიაში დასახულ ყველა ამოცანას გაართმევს თავს.