დიდუბის რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო აქტიურ რეჟიმში ხორციელდება. ამ ეტაპზე, წერეთლის გამზირის N66-ში ასფალტის მოწესრიგება მიმდინარეობს, – ამის შესახებ დიდუბის რიაონის გამგეობაში აცხადებენ.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, 1 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის დაზიანებული ფენის დემონტაჟი მიმდინარეობს და ახალი საფარის დაგება იგეგმება.
ასევე, პროექტის მიხედვით, წესრიგდება საფეხმავლო ბილიკები და ბორდიური. სამუშაოებს, რომლისთვისაც 55 000 ლარია გამოყოფილი, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნო.