მთაწმინდის რაიონში ნიკოლაძის ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

751

თბილისში, მთაწმინდის რაონში, ი.ნიკოლაძის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა.

გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, საფეხმავლო ზონები შეკეთდა და მოასფალტდა, რომლის გასწვრივ, ბაზალტის ბორდიური მოეწყო.

ასევე, სამუშაოების შედეგად, ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა კი, ჯამში, 3700 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

საგზაო სამუშაოები, მთაწმინდის რაიონის დაკვეთით, შპს „პარმამ“ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყო.