სამელიორაციო მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან 10 545 აბონენტი გათავისუფლდა

668

ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში დაწესებული შეღავათით სარგებლობენ და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან თავისუფლდებიან.

საქართველოს მელიორაციის ცნობით, 24 ივლისის მონაცემებით, დაწესებული სახელმწიფო შეღავათით 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან 10 545 აბონენტი გათავისუფლდა.

„ბენეფიციართა დანაზოგმა 1 557 386 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, წყალმომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.