სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო” გორის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში 1 573 020 ლარის ღირებულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს ასხვისებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონულ აუქციონში უნდა მიიღონ მონაწილეობა.
“ობიექტის შესაძლო, სამომავლო განვითარების პროფილი-სამრეწველო/სასაწყობე ან სასტუმრო”, – მითითებულია აუქციონის პირობებში.
მიწის ნაკვეთები სხვისდება შემდეგ სოფლებში: ოთარშენი, მეჯვრისხევი, ყველაანთუბანი, გაგლოაანთუბანი, წითელუბანი და ხიდისთავი.
აუქციონის პირობები თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულია. საწყისი ფასები კი, 110 000 ლარიდან 190 000 ლარამდე მერყეობს.