ახმეტის მაღალმთიან დასახლებებში მზის 25 ელექტროსადგური დამონტაჟდა

373

კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებებში მზის 25 ელექტროსადგური დამონტაჟდა, აქედან თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას 12 მზის ელექტროსადგური გადაეცა.

მისი სიმძლავრე 1 500 ვატით განისაზღვრა, რაც საკმარისია ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის – სახლის განათება, ტელევიზორი, მაცივარი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ჩასართავად.

მაღალმთიანი დასახლებების უშუქოდ დარჩენილ სოფლებში, მზის ელექტროსადგურები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამონტაჟდა.

პროექტი განხორციელდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ენერგეტიკის პროგრამა (USAID/Energy Program) ტექნიკური დახმარების ფარგლებში.