დიდუბის რაიონის გამგეობა თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
ამ ეტაპზე, სხვადასხვა სახის სამუშაოები 65 ობიექტზე მიმდინარეობს, რისთვისაც დიდუბის რაიონის გამგეობიდან 794 338 ლარია გამოყოფილი.
მოსახლეობისთვის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, 11 ობიექტზე წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია, 12 მისამართზე ქანობიანი და ბრტყელი სახურავების შეკეთება, ასევე სადარბაზოების რემონტი, საერთო სარგებლობის კიბეების, ლიფტების, სადარბაზოს მეტალის კარების, შენობის სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია და გამაგრება მიმდინარეობს.
დიდუბის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებაში ამ ეტაპზე განცხადებების მიღება მიმდინარეობს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების მისაღებად, განცხადებები ყოველი თვის პირველიდან 10 რიცხვის ჩათვლით მიიღება.