ხარაგაულში მერის რიგგარეშე არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება

548

წინა სტატია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა ვაკანტურია. მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ პოსტი დღეს, 13 ივლისს, დატოვა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მოპოვებული ინფორმაციით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, ხარაგაულში რიგგარეშე არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.

საარჩევნო კოდექსის 169-ე მუხლის მიხედვით, მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები ტარდება მაისში ან ოქტომბერში.

თუ მერს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ მერს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა − უახლოეს მაისში. მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს მერის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება.