გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ ქალაქის მასშტაბით 18 ბაღის ინტერნეტიზაციაზე 15 821 ლარი გადაიხადა, – ეს ინფორმაცია სააგენტოს ანგარიშშია ნათქვამი.
სააგენტოს ხელმძღვანელის ლია კოვზიაშვილის თქმით, ინტერნეტის საშუალებით აღმზრდელები გასართობ პროგრამებს ეძებენ.
“ქალაქში 18 ბაღის ინტერნეტით უზრუნველყოფა მოხდა. ამის საშუალებით, პედაგოგები ეძებენ ახალ პროგრამებს, რომ აღსაზრდელებს შესთავაზონ”, – ამბობს ლია კოვზიშვილი.