გორის მუნიციპალიტეტის 8 სკოლაში სველი წერტილები მოწესრიგდება

375

გორის მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლაში სველი წერტილების მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა.

საუბარია ატენის, აძვის, ზეღდულეთის, სათემოს, ქვემო და ზემო ხვითის, ფლავისა და სობისის საჯარო სკოლებზე.

პროექტის მიხედვით აღნიშნულ სკოლებში იგეგმება სველი წერტილების მოწყობა, რისთვისაც ადგილობრივ ხელისუფლებას საერთო ჯამში 333 539 ლარი აქვს გათვალისწინებული.

ჩამოთვლილ სკოლებში ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს სამუშაოების შესასრულებლად ორი თვე ექნებათ.