ვერხვების დევნილთა დასახლებას წლის მიწოდება გაუუმჯობესდება

525

ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტების გამგეობებმა გორში, ვერხვების დევნილთა დასახლებაში არსებულ წყლის პრობლემის მოგვარებაში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

დევნილი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, უწყებებმა წყლის საქაჩი ძრავი (ტუმბო) და მის ასამუშავებლად საჭირო ინვენტარი შეიძინეს, რაშიც ჯამში 5 500 ლარი დაიხარჯა.

შეძენილი ხელსაწყოები შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გორის ფილიალს გადაეცა, რომელმაც უზრუნველყო წყალსადენის ამუშავება.

ჩატარებულ სამუშაოებზე ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზვიად მინდიაშვილმა ისაუბრა.

„ვერხვების დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას წყლის მომარაგება გაუუმჯობესდა. მათ განცხადებით მოგვამრთეს პრობლემის არსებობის შესახებ. ჩვენმა გამგეობამ 3 000 ლარი გამოყო საჭირო წყლის საქაჩი ძრავის შესაძენად, დაგვეხმარა ერედვის მუნიციპალიტეტიც და ერთობლივი ძალებით შევძელით პრობლემის მოგვარება. ვცდილობთ, მსგავსი სახის ინფრასტრუქტურული საკითხები შეძლებისდაგვარად სწრაფად მოგვარდეს“, – აღნიშნა ზვიად მინდიაშვილმა.